Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებენ


ავღანეთის პრეზიდენტის სასახლეში, ხუთშაბათისთვის დაგეგმილ, ჰამიდ კარზაის ინაუგურაციის ცერემონიაზე ჟურნალისტებს არ დაუშვებენ. სასახლის წარმომადგენლის, სიამაკ ჰერაუის თქმით, სასახლეში ადგილის და უშიშროების მოსაზრებით, მედიის მიწვევა შეუძლებელია. ცერემონიას დაესწრება 800 სტუმარი, მათ შორის 300 უცხოელი. ჟურნალისტები ინაუგურაციას გააშუქებენ სახელმწიფო ტელევიზიიდან.
XS
SM
MD
LG