Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში უშიშროების სხდომას რუსეთის დელეგაცია ესწრება


ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის კომიტეტის ინფორმაციით ცხინვალში უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს და მას რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი ესწრება. სხდომაში, რომელსაც ედუარდ კოკოითი ხელმძღვანელობს, რუსული დელეგაციის სხვა წევრებიც მონაწილეობენ. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობაში რუსეთის სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიან.
XS
SM
MD
LG