Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ცხინვალს მოლაპარაკების გაგრძელებას ურჩევს


საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიამ დღეს წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფების ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს. მისიის ხელმძღვანელის ჰანს იორგ ჰაბერის განცხადებით, ფორუმის მნიშვნელობას მისი ყველა მონაწილე უნდა აფასებდეს. ჰაბერი აღნიშნავს, რომ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი ინფორმაციის გაცვლის და კონკრეტული შემთხვევების განხილვის საშუალებას ქმნის. ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ყველა მონაწილეს მოუწოდა, სამოქალაქო მოსახლეობისადმი ვალდებულებები შეასრულოს და მოლაპარაკების პროცესს რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს.
XS
SM
MD
LG