Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის ვიცე-პრეზიდენტმა ვეტო დაადო ახალ საარჩევნო კანონს


ერაყის სუნიტმა ვიცე-პრეზიდენტმა საარჩევნო კანონის ერთ ნაწილს ვეტო დაადო, რადგან ეჭვი აქვს იანვრისთვის დაგეგმილი საყოველთაო არჩევნების მიმართ. ვიცე-პრეზიდენტმა, ტარეკ ალ-ჰაშემიმ თქვა, რომ მან ვეტო დაადო კანონს, რადგან არ არის გათვალისწინებული საკმარისი რაოდენობა ადგილებისა ერაყელებისთვის, რომელთა დიდი უმრავლესობა სუნიტი მაჰმადიანია. მათ, მისივე თქმით, ერაყი დატოვეს 2003 წელს აშშ-ის მეთაურობით უცხოეთის ჯარის ერაყში შესვლის შემდეგ. არ არის ცხადი, რას მოიმოქმედებს ახლა პარლამენტი. ერაყის ქურთისტანის მთავრობა აპირებს, არჩევნებს ბოიკოტის გამოუცხადოს, თუკი ამ პროვინციისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობა არ გაიზრდება. საყოველთაო არჩევნების გადადებამ შეიძლება იმოქმედოს აშშ-ის გეგმაზე, გაიყვანოს ერაყიდან თავისი ჯარი აგვისტოს ბოლოსთვის.
XS
SM
MD
LG