Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ გუანტანამოს ციხის დაკეტვა გადადო


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ გუანტანამოს ციხის დახურვა დადგენილ დროს - 22 იანვარს - არ მოხდება და გადაიდება. შეერთებული შტატების ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში ობამამ თქვა, ამ ციხის დახურვა მომავალი წლისთვის იმიტომ გადაიდო, რომ, „ვაშინგტონში პროცესები იმაზე ნელა ვითარდება, ვიდრე ველოდიო.“ პარალელურად, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა თქვა, რომ მისი მოლოდინით 11 სექტემბრის ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილ ხალიდ შეიხ მუჰამედს ბრალს დაუმტკიცებენ, და სიკვდილით დასჯას შეუფარდებენ. გასულ კვირაში შეერთებული შტატების გენერალურმა პროკურორმა ერიკ ჰოლდერმა განაცხადა, რომ ტერორიზმში ეჭვმიტალინები - მათ შორის მუჰამედი - ნიუ-იორკში, სამოქალაქო სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.
XS
SM
MD
LG