Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი: რუსეთში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება შემაშფოთებელია


სტოკჰოლმში გამართული ევროკავშირ-რუსეთის სამიტი ორმხრივ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გარღვევის გარეშე დასრულდა. ევროკავშირი კვლავ ცდილობს რუსეთს ეკონომიკისა და ენერგეტიკის სექტორის რეფორმისკენ უბიძგოს. რუსეთი, თავის მხრივ, უშედეგოდ ცდილობს ევროკავშირი თავისი მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღებაზე დაითანხმოს. ორ მხარეს განსაკუთრებული უთანხმოება აქვს ადამიანის უფლებების დაცვის, და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების სამომავლო სტატუსის საკითხების ირგვლივ. ამ საკითხებს რუსეთი დღევანდელ სამიტზე ზოგადი, ბუნდოვანი განცხადებებით გამოეხმაურა. სამიტის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, შვეციის პრემიერ-მინისტრმა ფრედრიკ რეინფელდტმა განაცხადა, რომ რუსეთში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული ვითარება „მზარდი შეშფოთების საფუძველს“ ქმნის.
XS
SM
MD
LG