Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინისა და რუსეთის პრემიერ-მინისტრმა გაზის ფასზე მოლაპარაკება გამართეს


იალტაში გაიმართა უკრაინის პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოსა და მისი რუსი კოლეგის, ვლადიმირ პუტინის შეხვედრა გაზის ფასზე მოსალაპარაკებლად. ამ შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე, მოსკოვმა უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო დაადანაშაულა ენერგომომარაგების საკითხით რუსეთის და ევროპის შანტაჟში. კრემლი გამოეხმაურა იუშჩენკოს ღია წერილს რუს კოლეგა დმიტრი მედვედევისადმი. ამ წერილში იუშჩენკო ამბობს, რომ „სასწრაფო გადასინჯვას“ საჭიროებს უკრაინასთან გაზმომარაგების შესახებ კონტრაქტი. კონტრაქტი იანვარში გაფორმდა და ბოლო მოუღო ორი ქვეყნის უთანხმოებას, რომელმაც ევროპის გაზმომარაგებაც დააზარალა. მოსკოვი გამოთქვამს გაფრთხილებას, რომ უკრაინასთან გაზის საფასურის გადაუხდელობის გამო მორიგი დაპირისპირების შემთხვევაში, ევროპას შესაძლოა, ისევ შეუჩერდეს ბუნებრივი აირის მიწოდება.
XS
SM
MD
LG