Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის და სომხეთის პრეზიდენტები შეხვედრას გამართავენ


საფრანგეთის განცხადებით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კვირას, 22 ნოემბერს მიუნხენში, საფრანგეთის საკონსულოში მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრებენ. შეხვედრაზე, რომელიც ეუთოს ინიციატივით გაიმართება,
შუამავლებად შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გამოვლენ. ათწლეულების ისტორიის მქონე ტერიტორიულ კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმების პერსპექტივის ნიშნები გამოიკვეთა აზერბაიჯანის მოკავშირის, თურქეთის მხრიდან სომხეთთან ურთიერთობის დათბობის ფონზე. ერევანთან დიპლომატიური კავშირების აღდგენამდე ანკარა ამ კონფლიქტის გადაწყვეტის მოწოდებით გამოდის.
XS
SM
MD
LG