Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში მართლმადიდებელი მღვდელი მოკლეს


პროკურატურის ინფორმაციით, მოსკოვის სამხრეთში მდებარე ეკლესიაში მართლმადიდებელი მღვდელი მოკლეს. როგორც იუწყებიან, ნიღბიანი შეიარაღებული პირი ეკლესიაში ხუთშაბათს საღამოს შევიდა, და მღვდელ დანილ სისოევს ესროლა. სისოევი აქტიური ფიგურა იყო, ის ახალგაზრდებს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. ეკლესიის ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადებით, მკვლელობის მოტივი შესაძლოა მისი საქმიანობა იყო. რუსეთის მართმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის მოსკოვის განყოფილების ხელმძღვანელის, კირილ ფროლოვის განცხადებით, დანილ სისოევს ელექტრონული ფოსტით მუქარის შემცველ წერილებს უგზავნიდნენ. რუსეთის პატრიარქმა, კირილემ, ყველას მოუწოდა, თავი შეიკავონ ნაადრევი დასკვნების გამოტანისგან.
XS
SM
MD
LG