Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანმა ბირთვული ობიექტების დაცვისთვის სამხედრო მანევრები დაიწყო


ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ცნობა, რომ დაიწყო სამხედრო-საჰაერო ძალების ფართომასშტაბიანი წვრთნა, რომლის მიზანია თავდასხმებისგან ბირთვული ობიექტების დაცვა. ცნობით, მანევრები დაფარავს ირანის ტერიტორიის დიდ ნაწილს და გავრცელდება შუა, დასავლეთ და აღმოსავლეთ არეალებზე. საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა, აჰმად მიგჰანიმ თქვა შაბათს, რომ სამხედრო წვთრნა გაიმართება რეგიონებში, სადაც ბირთვული ობიექტებია განთავსებული. მისივე ვარაუდით, რუსეთი აღარ აპირებს ირანს მიაწოდოს „ეს 300-ის“ ტიპის რაკეტები, როგორც შეთანხმებული იყო, ამიტომ, ირანს თვითონ მოუწევს, შექმნას თავდაცვის სისტემა. საჰერო თავდაცვის მანევრები დაიწყო მაშინ, როცა დასავლეთი ზეწოლას ზრდის ირანზე, მიიღოს გაეროს გეგმა, გამდიდრებული ურანის უცხოეთში გადასამუშავებლად გატანის შესახებ.
XS
SM
MD
LG