Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტმა გააკრიტიკა ისრაელი


ეგვიპტის პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაკმა, გააკრიტიკა აღმოსავლეთ იერუსალიმში ისრაელის მიერ დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები. მუბარაკმა ეგვიპტეში სტუმრად მყოფ ისრაელის პრეზიდენტს, შიმონ პერესს განუცხადა, რომ ასეთი ქმედება საფრთხეს წარმოადგენს, გამოიწვიოს გულის წყრომა მთელ მაჰმადიანურ სამყაროში. მუბარაკის ნათქვამი მოჰყვა ისრაელის გასული კვირის განცხადებას, რომ გეგმავს აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაულ უბანში, არეალში რომელიც ისრაელმა დაიკავა 1967 წლის ომის დროს და რომელზეც პალესტინელებს პრეტენზია აქვთ, მათი მომავალი სახელმწიფოს ნაწილი იყოს, ააშენოს 900 ახალი სახლი. პერესმა სახლების მშენებლობის საკითხს „მარგინარული“ უწოდა და დაიპირა, რომ როცა სამშვიდობო მოლაპარაკება განახლდება, ეს თემა გაქრება.
XS
SM
MD
LG