Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება


რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ 6 დეკემბერს ოპოზიციის კანდიდატის, მირჩა ჯოანას პირისპირ წარდგება საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, რომელიც გუშინ ჩატარდა, ბასესკუმ ხმების 33 პროცენტი დააგროვა, სოციალ დემოკრატიული პარტიის ლიდერმა ჯოანამ კი - 29 პროცენტი. ხმების 21 პროცენტი მიიღო ლიბერალების ლიდერმა კრინ ანტონესკუმ რომელიც, კიდევ 9 კანდიდატთან ერთად, ბრძოლას გამოეთიშა.

XS
SM
MD
LG