Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ


წმინდა გიორგის ხატი
წმინდა გიორგის ხატი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს გიორგობას ზეიმობს. 23 ნოემბერს მორწმუნეები წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავენ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ საზეიმო წირვა ახლად აღდგენილი 40 სებასტიელი მოწამის სახელობის ტაძარში აღავლინა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. 303 წელს მას რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს. წმ. გიორგი მხედართმთავარი იყო და დიოკლიტიანეს ქრისტიანებზე დევნის გამო განუდგა. ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს: 6 მაისს - წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს - მისი ბორბალზე წამების დღეს.
XS
SM
MD
LG