Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტმა 156 მსჯავრდებული შეიწყალა


საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით პატიმრები შეიწყალა.
შეწყალების კომისიის ხელმძღვანელმა ელენე თევდორაძემ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კომისიამ 34 მსჯდავრდებულს მისცა რეკომენდაცია. მათგან მხოლოდ 14 შეიწყალა პრეზიდენტმა. გარდა შეწყალების კომისიისა, პრეზიდენტს საპატრიარქომაც მიმართა და 142 პატიმარი სწორედ მათი რეკომენდაციით მოხვდა შეწყალებულთა რიგებში. სულ 156 პატიმარი შეიწყალა მიხეილ სააკაშვილმა. შეწყალებულთაგან 100 საპატიმროებს დატოვებს, დანარჩენებს კი სასჯელი გაუნახევრდებათ.
XS
SM
MD
LG