Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეხეთის პარლამენტის წევრები საქართველოს ეწვივნენ


დღეს, საქართველოს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის მსოფლიოში დემოკრატიის განვითარების მხარდამჭერი კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. სამუშაო ვიზიტის პირველი დღის ფარგლებში სტუმრები შეხვედრებს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ჯერ თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მაჭავარიანთან, შემდეგ - საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელ აკაკი მინაშვილთან, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებთან, მოგვიანებით - ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილთან მართავენ. 17:00 საათზე ისინი პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG