სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის სპეციალური ბრძანებით დე ფაქტო რესპუბლიკის დედაქალაქს, ცხინვალს, გმირი ქალაქის სტატუსი მიენიჭა. კოკოითიმ ეს ბრძანება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის დაწყების დღის მე-20 წლისთავზე, 23 ნოემბერს, საზეიმო სხდომის დროს წაიკითხა. მისი თქმით, ეს ჯილდო თითოეულ ცხინვალელს და სამშობლოს დამცველს ეკუთვნის.