Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უტიაშვილი: მოზარდების ბედი მხოლოდ რუსეთის ხელშია


საქართველოს შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, ქართულ მხარეს არცერთი რუსი, ან ოსი ეროვნების პირი ეთნიკური, ან პოლიტიკური ნიშნით არ დაუკავებია და მომავალშიც მსგავს პოლიტიკას განაგრძობს. უტიაშვილი დღეს იმყოფებოდა ერგნეთში, სადაც ევროკავშირის მეთვალყურეთა მეშვეობით რუსეთს მისი სამი მოქალაქე გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქეთა დაკავება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტონ. უტიაშვილის განცხადებით, ოსურ ძალოვან სტრუქტურებს სრულად აკონტროლებს რუსეთი, ამიტომ მისი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ტირძნისელი მოზარდების ბედი მხოლოდ რუსეთის ხელშია.
XS
SM
MD
LG