Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღურწკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ მილიციელს გაასამართლებენ


მოსკოვში, აფხაზეთიდან დევნილი ედუარდ ღურწკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი მილიციელის ანვარ იბრაჰიმოვისთვის პატიმრობის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სამმა მილიციელმა ორშაბათს სასტიკად სცემა აფხაზეთიდან დევნილი ორი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთი მოგვიანებით გარდაიცვალა. მომხდარი ფაქტი ოფიციალურმა თბილისმა რუსეთში ქართველთა წინააღმდეგ ეთნიკური ნიშნით ჩადენილ კიდევ ერთ დანაშაულად შეაფასა. ედუარდ ღურწკაიას საქართველოში გადმოსვენების ხარჯს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო დაფარავს.
XS
SM
MD
LG