Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინგუშეთში ორი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს


ინგუშეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქალაქ კარაბულაკში შეტაკების დროს ორი სავარაუდო ექსტრემისტი მოკლეს. სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, ეჭვმიტანილებს ესროლეს მას შემდეგ, რაც მათ დანებებაზე უარი უთხრეს სამართალდამცველებს. უფლებადამცველები რუსეთის ამ რეგიონში პოლიციასა და უშიშროების ძალებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ, უფლებადამცველების შეფასებით, ძალადობას აღვივებენ ადამიანების თვითნებურად დახოცვით, მოტაცებით, წამებითა და სხვა სახის კანონდარღვევებით.
XS
SM
MD
LG