Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ 27 შემთხვევა დადასტურდა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 ვირუსით ინფიცირების კიდევ 27 შემთხვევა. გრიპით დაავადებულთაგან ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა ორ ადამიანს, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. საერთო ჯამში, საქართველოში ოფიციალურად აღრიცხულია ღორის გრიპით დაავადების 147 შემთხვევა.
XS
SM
MD
LG