Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელ ბარადეი: ირანის ბირთვული პროგრამის გამოძიება ჩიხშია


გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა, მუჰამედ ელ ბარადეიმ დღეს განაცხადა, რომ ირანი არ თანამშრომლობს ექსპერტებთან, რომლებიც ცდილობენ დაადგინონ, მუშაობს თუ არა ირანი ბირთვულ იარაღზე. მუჰამედ ელ ბარადეიმ ასევე თქვა, რომ „იმედგაცრუებულია“ ირანის მხრიდან მისი სააგენტოს მიერ შემუშავებული გეგმის უარყოფით. ეს გეგმა ბირთვულ საწვავს ეხებოდა, და ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ შეშფოთების განელებას ისახავდა მიზნად. ამ განცხადებებით ელ ბარადეი ვენაში, ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 35 წევრიანი სამეურვეო საბჭოს ორდღიანი შეხვედრის გახსნაზე გამოვიდა. დიპლომატების ინფორმაციით, შეხვედრაზე სავარაუდოდ დაამტკიცებენ რეზოლუციას, რომელიც გააკრიტიკებს ირანის მხრიდან საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წაყენებულ მოთხოვნებზე დაუმორჩილებლობას.
XS
SM
MD
LG