Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთში მატარებლის ავარიის შედეგად დაღუპულები ამოიცნეს


ტვერში ჩატარდა პარასკევს მომხდარი მატარებლის ავარიის შედეგად გარდაცვლილთა ამოცნობის პროცედურა. ოფიციალური ცნობით, ნათესავების მიერ ამოცნობილია 24 დაღუპული. უკანასკნელი მონაცემებით, ავარიის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, 26 დაკარგულად ითვლება. ასამდე ადამიანი დაშავდა. რუსეთის ოფიციალური პირების ინფორმაციით, მატარებლის ავარია აფეთქების შედეგი იყო. ეროვნული უშიშროების სამსახურის უფროსის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, ექსპერტებმა ავარიის ადგილას ბომბის ნაწილებს მიაგნეს და შესაბამისად, გამოძიება ტერორიზმის მუხლით დაიწყო: „კრიმინალის ექსპერტები წინასწარი მონაცემებით აცხადებენ, რომ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აფეთქდა, რომელსაც 7 კილოგრამი ტროტილის სიმძლავრე ჰქონდა“ - განაცხადა ბორტნიკოვმა. მატარებელი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიდიოდა, რელსებიდან პარასკევს საღამოს, ნოვგოროდისა და ტვერის ოლქების საზღვართან გადავიდა. რუსეთის რკინიგზის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ შაბათს, ავარიის ადგილას სამუშაოების მიმდინარეობისას ნაწილობრივ აფეთქდა კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.
XS
SM
MD
LG