Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიასა და ნიდერლანდებში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიები მოითხოვენ მინარეთების საკითხზე რეფერენდუმს


დანიასა და ნიდერლანდებში მემარჯვენე და პოპულისტურმა პარტიებმა გამოაცხადეს, რომ სურთ ჩატარდეს რეფერენდუმები მინარეთების მშენებლობის საკითხზე, როგორც ეს შვეიცარიაში გაკეთდა. შვეიცარიაში კვირას ელექტორატის 57 პროცენტზე მეტი მიემხრო მინარეთების აკრძალვას. ნიდერლანდებში მემარჯვენე "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა, გეერტ ვილდერსმა გაზეთ „ფოლკსკრანტს“ განუცხადა, რომ მისი პარტია მთავრობას სთხოვს, მიმართოს ზომებს ასეთივე რეფერნდუმის ჩასატარებლად. ვილდერსის პარტიას ექვსი მანდატი აქვს 150-ადგილიან პარლამენტში. დანიაში კი, სახალხო პარტიის თავმჯდომარე პია კიერსგაარდი მიესალმა შვეიცარიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგს და განაცხადა, რომ მისი პარტიაც მოითხოვს რეფერენდუმს. დანიის სახალხო პარტიას 25 მანდატი აქვს 179-ადგილიან პარლამენტში, მაგრამ 60 მანდატია საჭირო რეფერენდუმის ჩატარების მოსათხოვად. დღეს შვეციის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარლ ბილდტმა გააკრიტიკა შვეიცარშიაში გამართული კენჭისყრა. შვეცია ევროკავშირის ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG