Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროპული უსაფრთხოების რუსულ ინიციატივას აკრიტიკებს


საქართველოს ხელისუფლება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ, ევროპული უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების პროექტს, უკვე არსებული მექანიზმების აღრევის მცდელობად აფასებს. საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიციაზე საუბრისას, მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს განაცხადა, რომ რუსეთს სურს თამაშის წესების განმსაზღვრელად და გადაწყვეტილებების მიღების მინიმუმ თანამონწილედ იქცეს. დღესვე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ რუსეთის მიერ ფრანგული უნივერსალური სადესანტო ხომალდის ”მისტრალის” შესაძლო შეძენის გამო, თბილისმა პარიზს განმარტებისთვის მიმართა. კალანდაძის განცხადებით, საფრანგეთმა საქართველოს აცნობა, რომ ამ ეტაპზე საუბარია კონკრეტული პირობების შესახებ და საბოლოო გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს.
XS
SM
MD
LG