Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოსური საინფორმაცია სააგენტოს ცნობით ჰამარბერგს საქართველოს ხელისუფლების ობიექტურობის იმედი არა აქვს


ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგს საქართველოს ხელისუფლების ობიექტურობის იმედი არ აქვს. სააგენტო “რეს”-ის ცნობით, ამის შესახებ ჰამარბერგმა გუშინ ცხინვალში განაცხადა, როდესაც ხვდებოდა იმ პირების ახლობლებს, რომლებსაც ოსური მხარე ქართული მხარის მიერ გატაცებულებად აცხადებს. ევროკომისარმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ დაბეჯითებით მოითხოვს სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების გატაცების გარემოებების და მათი ადგილ-სამყოფელის დადგენას და ამ პროცესში საერთაშორისო ექსპერტს ჩართვას, რადგან “ამ საკითხში საქართველოს ხელისუფლების ობიექტურობის იმედზე ყოფნა არ შეიძლება”. ჰამარბერგმა აღნიშნა, რომ მომზადებული აქვს წინადადებათა პაკეტი, რომლის რეალიზების შემთხვევაშიც, მხარეები დაკავებულებს “ყველა ყველაზე” პრინციპით გაცვლიან.

XS
SM
MD
LG