Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდი-გალის მიკროავტობუსის მგზავრები გაათავისუფლეს


რუსი სამხედროების მიერ დღეს დილით დაკავებული, ზუგდიდიდან გალის რაიონში მიმავალი მიკროავტობუსის მგზავრები ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობის უფროსის თორნიკე კილანავას ინფორმაციით, მძღოლს, მერაბ შარიას და თხუთმეტივე მგზავრს ბრალად ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევა წაუყენეს და ჯარიმის - 1500 რუსული რუბლის, ანუ დაახლოებით 50 დოლარის - გადახდის შემდეგ ისინი გამოუშვეს.
XS
SM
MD
LG