Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთი მავთულხლართებს ავლებს


ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის საოკუპაციო ჯარები, დეკემბრის ბოლომდე სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან 6 მწკრივად 15 მეტრ სიგანეზე მავთულხლართების გაკეთებას გეგმავენ. კერძოდ, ფსბ-ს თანამშრომლები მავთულხლართებს იმ სოფლებთან გაავლებენ, რომლებიც დანარჩენ საქართველოს სახმელეთო საზღვრით უკავშირდებიან. რადიო თავისუფლების რესპონდენტის განმარტებით: ფიჩორი – ოტობაია – განმუხურის, ნაბაკევი – ხურჩისა და საბერიო – ფახლანის შემოვლითი გზები მავთულხლართების გაკეთების შემდეგ საბოლოოდ ჩაიკეტება და მოსახლეობა სრულ იზოლაციაში მოექცევა, რადგან ენგურის ცენტრალური ხიდით გადაადგილება, სხვადასხვა მიზეზების გამო, ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
XS
SM
MD
LG