Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსულში ხუთი ადამიანი დაიღუპა სამი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად


ერაყის პოლიციის ცნობით, ხუთი ადამიანი დაიღუპა სამი სხვადასხვა თავდასხმის შედეგად, რომლებიც უცნობმა პირებმა განახორციელეს მოსულის რეგიონში. ერთი პოლიციელი და ორი სამხედრო დაიღუპნენ მას შემდეგ, რაც მათ შეიარაღებულმა პირებმა გაუხსნეს ცეცხლი. მოგვიანებით შეიარაღებული პირების თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაიჭრა მისი ქალიშვილი. აღმოსავლეთ მოსულში კი თავდამსხმელებმა მოკლეს მოხუცი მამაკაცი. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ თვეებში ერაყში უსაფრთხოების ხარისხი გაიზარდა, მოსული კვლავაც რჩება ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ რეგიონად.
XS
SM
MD
LG