Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარე წელს ერაყში სულ ცოტა 120 პატიმარი დასაჯეს სიკვდილით


ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშნელი“ აცხადებს, რომ მიმდინარე წელს ერაყში სულ ცოტა 120 პატიმარი დასაჯეს სიკვდილით და 900 სასჯელის აღსრულების მოლოდინშია. ორგანიზაციამ მოუწოდა ბაღდადს, შეწყვიტოს ყველა სიკვდილმისჯილის დასჯა და მიუთითა, რომ ზოგიერთს, როგორც ჩანს, უსამართლოდ გამოუტანეს ეს განაჩენი. ბაღდადმა სიკვდილით დასჯა კვლავ შემოიღო 2004 წელს მას მერე, რაც მასზე ხანმოკლე მორატორიუმი გამოაცხადა ქვეყანაში შეერთებული შტატების ჯარების შეჭრისთანავე.
XS
SM
MD
LG