Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადის სკოლაში აფეთქებამ რვა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა


სულ ცოტა, 8 ადამიანი, მათ შორის 6 ბავშვი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაიჭრა აფეთქების შედეგად ბაღდადის ერთ-ერთ სკოლაში. ერაყის უშიშროების ძალების პრეს-მდივნის განცხადებით, აფეთქება არ გამოუწვევია ბომბს, როგორც თავდაპირველად იუწყებოდნენ - აფეთქდა ტყვია-წამლის საცავი სკოლის ტერიტორიაზე. აფეთქება მოხდა ბაღდადის, უმეტესწილად, შიიტებით დასახლებულ უბანში: სადრ სიტიში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სკოლის პერსონალმა ნაგავი დაწვა და, შესაძლოა, ამით გამოიწვია აფეთქება.
XS
SM
MD
LG