Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ჩავიდა


აშშ თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ავღანეთში ჩავიდა. მისი ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. ქაბულში ჩასვლისას მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის კარზაის მტკიცედ მოუწოდებს პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის, რომ მან ”პატიოსანი” მინისტრები დანიშნოს. გეიტსის ავღანეთში ვიზიტი მოჰყვა პრეზიდენტ ობამას გადაწყვეტილებას ავღანეთში დამატებით 30 ათასი ამერიკელი სამხედროს გაგზავნის შესახებ. ავღანეთში ვიზიტისას გეიტსი შეხვდება ამერიკელ სამხედროებს და როგორც მან წინასწარ განაცხადა, ეტყვის - ”ჩვენ აქ ვართ გამარჯვებისთვის”. გეიტსის თქმით, აშშ კიდევ დიდხანს იქნება ავღანეთის პარტნიორი. მანვე აღნიშნა, რომ ქაბულმა მეტი ძალისხმევა უნდა მიმართოს ავღანეთის ძალების გაწვრთნისკენ იმისათვის, რომ შექმნას ნიადაგი აშშ ჯარის გასვლისთვის, რაც ობამას განცხადებით 2011 წელს დაიწყება. გეიტსის თქმით, მას ”თვალი აუხილა” ინფორმაციამ, რომ თალიბანის მეომრებს მათი დამფინანსებლები მეტ თანხას უხდიან, ვიდრე ავღანეთის ეროვნული არმიისა და პოლიციის თანამშრომლებს. ავღანეთში გამგზავრებამდე გეიტსმა ხელი მოაწერა ბრძანებას დამატებითი 16 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. მათი ავღანეთში ჩასვლა თებერვალ-აპრილში იგეგმება. გეიტსი აგრეთვე აცხადებს, რომ მომავალ რამდენიმე კვირაში საზღვაო ქვეითების ნაკადი ჩავა ავღანეთში და ისინი სრულ მზადყოფნაში თებერვლისთვის იქნებიან.
XS
SM
MD
LG