Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში შვეიცარიის ელჩის მოადგილეს საპროტესტო ნოტა გადაეცა


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 7 დეკემბერს საგარეო უწყებაში მიიწვიეს შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილე საქართველოში - ანიტა შლიუხტერი. მას რუსეთის მხარისათვის მისაწოდებლად გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა, 30 ნოემბერს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერალური კრების დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG