Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გაიმართა საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ლატვიელ კოლეგა ვალდას ზატლერსს, რომელიც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება საქართველოში. პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სააკაშვილმა გაიხსენა ლატვიის პრეზიდენტის აქტიურობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოსადმი საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერის მობილიზებისთვის. ზატლერსმა კი დაადასტურა საქართველოს ტერიტორიაული მთლიანობის მხარდაჭერა და განაცხადა ისიც, რომ ლატვიას, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოს, შეუძლია ხელი შეუწყოს საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. გავრცელებული ინფორმაციით, ლატვიის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ლატვიის უმაღლესი ჯილდო, ღირსების ორდენი გადასცა.
XS
SM
MD
LG