Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გრიპზე ექიმის გამოძახება უფასო გახდა


დღეიდან პოლიკლინიკის ექიმის გამოძახება თბილისში უფასო იქნება. დედაქალაქის მერის თქმით, უფასო გამოძახება შეეხება მხოლოდ გრიპის შემთხვევებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა აღნიშნა ისიც, რომ თბილისის მერია დააფინანსებს პოლიკნინიკებსა და ექიმებს. აქამდე გამოძახება 12-დან 20 ლარამდე მერყეობდა. თბილისის მერია თითოეულ ექიმს გადაუხდის 225 ლარს, ხოლო პოლიკლინიკას თითო ექიმზე 50 ლარს გადაურიცხავს. 1 000-მდე ექიმი თბილისელებს 4 თვის განმავლობაში მოემსახურება. საქართველოში H1N1 ვირუსის 370 შემთხვევა დადასტურდა ლაბორატორიულად. ჯანდაცვის მინისტრმა, ალექსანდრე კვიტაშვილმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო გრიპის ეპიდემიის ზღვარზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG