Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ჟვანიას დღეს 46 წელი შეუსრულდებოდა


საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ზურაბ ჟვანიას დღეს 46 წელი შეუსრულდებოდა. ზურაბ ჟვანიას დაბადების დღის აღსანიშნავად ოჯახის წევრები - დედა, მეუღლე, შვილები და მეგობრები დიდუბის პანთეონში მის საფლავზე შეიკრიბნენ. ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვაალს დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, იგი გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი ნახშირორჟანგის აირით მოიწამლა, თუმცა ამ ვერსიის დღემდე არ სჯერა მის ოჯახს. 2003 წელს, “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ზურაბ ჟვანია საქართველოს სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა, 2004 წლის 17 თებერვალს კი - პრემიერ მინისტრის პოსტი დაიკავა.
XS
SM
MD
LG