ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დღეს 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს კონფერენციას გამართავენ, რომელზეც 2009 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა შეჯამდება. ამავე კონფერენციაზე ფარული კენჭისყრით გამოავლენენ წლის ყველაზე დიდ უფლებადამრღვევსა და საუკეთესო უფლებადამცველს.