Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი რუსეთის დიდ ქალაქებში საკონსულოების გახსნას აპირებს


თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა პარლამენტის სესიაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის პასპორტები რუსეთის ტეროტორიაზეც მოქმედი იქნება. მანვე აღნიშნა, რომ სამხრეთ ოსეთი ელოდება აღიარებას დსთ-ს ქვეყნებისგან, პირველ ყოვლისა კი ბელორუსიის მხრიდან. ჯიოევმა ისაუბრა სამხრეთ ოსეთის საელჩოს საქმიანობაზე რუსეთში და აღნიშნა, რომ იგეგმება საკონსულოს გახსნა პეტერბურგში, მოსკოვსა და რუსეთის სხვა მსხვილ ქალაქებში.
XS
SM
MD
LG