Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ბაღაფში ლიდერობს


აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. წინასწარი მონაცემებით, მოქმედი პრეზიდენტი, სერგეი ბაღაფში ლიდერობს. როგორც ინტერფაქსი იტყობინება, ეგზიტ პოლების თანახმად ბაღაფს მხარს უჭერს ამომრჩეველთა 57 პროცენტი. მის უახლოეს მეტოქეს, ბესლან ბუტბას - 18 პროცენტი. აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას - დაახლოებით 15 პროცენტი. პირველი ოფიციალური მონაცემები კვირას დილით არის მოსალოდნელი. ოპოზიციის თანახმად, ადგილი ჰქონდა მრავალრიცხოვან დარღვევებს. ხაჯიმბა აცხადებს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგს, თუკი ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველივე ტურში გამოცხადებს ბაღაფშს გამარჯვებულად.

XS
SM
MD
LG