Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება


აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული სერგეი ბაღაფშის ინაუგურაცია 12 თებერვალს გაიმართება. სოხუმში, პრეს-კონფერენციაზე ბაღაფშმა განაცხადა, რომ ცერემონია მოკრძალებული იქნება. ოკუპირებულ აფხაზეთში 12 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგებით, დე ფაქტო რესპუბლიკის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმების 59,4 პროცენტი მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა საკუთარ პოზიციას შეინარჩუნებს და უკანონო და არალეგიტიმურ არჩევნებს დაგმობს.
XS
SM
MD
LG