Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი მოზარდების გათავისუფლებას არც აპირებდა


ამ ეტაპზე ცხინვალის რეჟიმი ქართველი მოზარდების გათავისუფლებას არ აპირებს. - უთხრა ”ინტერპრესნიუსს” კოკოითის წარმომადგენლის მოადგილემ პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მერაბ ჩიგოევმა. მანვე დასძინა, რომ გაუგებარია, თუ რის საფუძველზე ელოდნენ დაკავებულების ახლობლები და ქართული მხარე ბოლო დღეების განმავლობაში ტირძნისელი მოზარდების გათავისუფლებას. "სასამართლოს გადაწყვეტილებიდან 10 დღის ვადაში მათ განაჩენის გასაჩივრება შეეძლოთ. თუმცა, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, განაჩენი არავის გაუსაჩივრებია. სასჯელის მისჯიდან 10 დღე უკვე გავიდა და განაჩენი ძალაში შევიდა", - განაცხადა ჩიგოევმა. მან ასევე თქვა, რომ მოზარდების გათავისუფლება გამორიცხული არ არის, თუ ცხინვალი თავის წინადადებებზე პასუხებს მიიღებს და ამ მიმართულებით ”სერიოზული წინსვლა” იქნება.

XS
SM
MD
LG