Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში H1N1 ვირუსით მეხუთე ადამიანი გარდაიცვალა


საქართველოში ”ღორის გრიპით” დღეს კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა უარყო სამშაბათს გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გრიპმა სიღნაღსა და რუსთავში ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ცენტრის მონაცემებით, ორი გარდაცვლილი მოქალაქე H1N1 ვირუსით ინფიცირებული არ ყოფილა. ამ დროისთვის საქართველოში ”ღორის გრიპით” სულ 5 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის განმარტებით, ყველა მათგანმა ექიმებს დაგვიანებით მიმართა
XS
SM
MD
LG