Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რამდენიმე უცხოელი და ავღანელი ჯარისკაცი მოკლეს


ავღანეთის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, იერიშების შედეგად სამი უცხოელი ჯარისკაცი და ავღანეთის უშიშროების ძალების რამდენიმე წევრი დაიღუპა. დასავლეთში მდებარე ჰერათის პროვინციაში წუხელ ბომბის აფეთქებამ რაიონული პოლიციის უფროსის და მისი სამი მცველის სიცოცხლე შეიწირა. სამხრეთში მდებარე ჰელმანდში თვითმკვლელის თავდამსხმელის მიერ სამშაბათს მოწყობილმა აფეთქებამ ორი ბრიტანელი ჯარისკაცი მოკლა, გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა ორი ავღანელი ჯარისკაციც. იუწყებიან ასევე, რომ სამხრეთშივე, გზაზე ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად სამშაბათს ესტონელი ჯარისკაცი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG