Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთი რუმინეთთან საზღვარზე მავთულხლართების მოხსნას აპირებს


მოლდავეთის პრემიერ-მინისტრმა ვლად ფილატმა გასცა განკარგულება რუმინეთთან საზღვარზე მავთულხლართების მოხსნის შესახებ. როგორც ფილატმა კიშინიოვში განაცხადა, „სირცვხილია მავთულხლართების დატოვება მეგობარ სახელმწიფოსთან 21-ე საუკუნეში, როცა ევროპაში ყველა საზღვარი გამჭვირვალე უნდა იყოს და ხალხი თავისუფლად გადაადგილდებოდეს“. ფილატი ხელმძღვანელობს პრო-ევროპულ მმართველ კოალიციას. კოალიციაში შემავალი ოთხი პარტია ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცელში სწრაფ ინტეგრაციასა და დასავლელ მეზობლებთან, განსაკუთრებით რუმინეთთან, ურთიერთობის გაუმჯობესებას ემხრობა.
XS
SM
MD
LG