Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთს ჯერ არ გადაუწყვეტია რუსეთისთვის ”მისტრალის” მიყიდვა


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში მომზადდა რეზოლუციის პროექტი, რომლის ავტორები ნატოსა და ევროკავშირის სახელმწიფოებს მოუწოდებენ, რუსეთს შეიარაღების დიდი სისტემები არ მიჰყიდონ. ინიციატივა რუსეთის მიერ საფრანგეთისგან უნივერსალური საადესანტო გემის ”მისტრალის” შეძენის განზრახვას მოჰყვა. რეზოლუციის პროექტი განსახილველად კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტს წარედგინა. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის მიერ რუსეთისთვის ”მისტრალის” შესაძლო მიყიდვის გამო, შეშფოთება გამოთქვეს საქართველომ და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა. თავად საფრანგეთმა განაცხადა, რომ რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ არსებობს.
XS
SM
MD
LG