Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში დააკავეს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტასთან კავშირში ეჭვმიტანილი პირი


ბოსნიის მედიის ცნობით, პოლიციამ დააპატიმრა ბოსნიელი სერბების ომის პერიოდის სარდალი, გორან მარკოვიჩი, ეჭვმიტანილი სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტასთან კავშირში. ბოსნიის საინფორმაციო სააგენტო "ონასას" ცნობით, მარკოვიჩი ეჭვმიტანილია, რომ მონაწილეობდა 1995 წელს 8000-მდე მუსულმანი მამაკაცისა და ბიჭის დახოცვაში.
XS
SM
MD
LG