Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოპენჰაგენის სამიტმა მარცხისთვის თავის დაღწევა მოახერხა


კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილმა სამიტმა კოპენჰაგენში მოახერხა მარცხისთვის თავის დაღწევა და ოფიციალურად მხოლოდ „ცნობად მიიღო“ გლობალური დათბობის დაძლევასთან ბრძოლის შესახებ შეთანხმება, მიუხედავად არაერთი ქვეყნის წინააღმდეგობისა. მაგრამ კოპენჰაგენის საბოლოო შეთანხმების გადაწყვეტილება, რომლისთვისაც აშშ, ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია და სამხრეთი აფრიკა იბრძოდნენ, შეჩერდა. გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მიესალმა შეთანხმებას, მაგრამ აღიარა, რომ ის არ შეიცავს ყველაფერს, რასაც ყველა ელოდა. ზოგიერთმა გავითარებადმა ქვეყანამ, მათ შორის, ბოლივიამ, ვენესუელამ და სუდანმა, მკაცრად გაილაშქრა შეთანხმების წინააღმდეგ, განაცხადეს რა, რომ ის არ განსაზღვრავს ნახშიორჟანგის ემისიის ოდენობის შემცირებას და უსამართლოდ იქნა შემუშავებული დიდი სახელმწიფოების მიერ. კომპრომისის თანახმად, რათა კოპენჰაგენის შეხვედრა არ ჩაშლილიყო, შეთანხმებას ახლავს მომხრე და მოწინააღმდეგე ქვეყნების სია.
XS
SM
MD
LG