Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში სამი უცხოელი სამხედრო დახოცეს


ერთი ბრიტანელი, ერთი ამერიკელი და ერთი პოლონელი სამხედრო დახოცეს ავღანეთში. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით, ბრიტანელი სამხედრო დაიღუპა ქვეითად პატრულირების დროს ნაღმის აფეთქების შედეგად, ჰელმანდის პროვინციაში. ნატოს ცნობით, ამრიკელი ჯარისკაცი დაიღუპა პარასკევს, სამხრეთ ავღანეთში თავდასხმის შედეგად. ღაზნის პროვინციაში სროლისას ერთი პოლონეთი სამხედრო მოკლეს. პრეზიდენტ ობამას განკარგულებით, ავღანეთში დამატებით 30 ათასი ამერიკელი სამხედრო ჩავიდა. ნატოს სხვა წევრები იქ შვიდიათას დამეტებით სამხედროს გააგზავნიან. სულ, ავღანეთში, თალიბანს ებრძვის 100 ათასზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG