Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის ოპოზიციის აზრით, აიათოლა მონთაზერის გარდაცვალების გამო გლოვა უნდა გამოცხადდეს


ირანის ოპოზიციის ლიდერებმა გამოთქვეს მოწოდება, გამოცხადდეს გლოვა სხვაგვარად მოაზროვნე რელიგიური პირის, დიდი აიათოლა მონთაზერის გარდაცვალების გამო. ოპოზიციის მთავარი ლიდერებმა, მირ ჰოსეინ მუსავიმ და მეჰდი ქარუბიმ მომხრეებს მოუწოდეს, მონაწილეობა მიიღონ დაკრძალვაში. ამასობაში ირანში ძალიან შენელდა საინტერნეტო ქსელის მუშაობა, რაც მაშინ ხდება ხოლმე, როცა მთავრობა ოპოზიციის დემონსტრაციებს ელის. ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ მონთაზერის მეამბოხეების რელიგიური პირი უწოდა და მასზე საუბრისას მისი წოდება არ ახსენა.
XS
SM
MD
LG