Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი თბილისს ”სახელმწიფო ვანდალიზმში” ადანაშაულებს


ქუთაისში დიდების მემორიალის აფეთქება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბარბაროსობად და მსოფლიო თანამეგობრობის გამოწვევად შეაფასა. მის მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ჩაიდინა სახელმწიფო ვანდალიზმის აქტი, რომელიც ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის გრძნობებს შეურაცხყოფს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუთითებს, რომ სულ ახლახან გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომელშიც ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლთა პატივსაცემად აღმართული ძეგლების შეურაცხყოფის და დანგრევის მცდელობათა გამო შეშფოთება გამოთქვა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაახლოებით მსგავსი შინაარსის განცხადება გასულ კვირაშიც, ქუთაისში მემორიალის აფეთქებამდე გაავრცელა, რასაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა. მის მიერ 18 დეკემბერს გამოქვეყნებული კომენტარით, ”რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვა სახელმწიფოების შიდა საქმეებში მუდმივად ჩარევის უზნეო ჩვევა აქვს.” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამავე განცხადების თანახმად, ქუთაისის მემორიალი, რომელიც 90-იან წლებში დაზიანდა, შესაბამის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებდა
XS
SM
MD
LG