Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის განცხადებით, აშშ-სთან ბირთვულ შეიარაღებაზე მოლაპარაკება იანვარში განახლდება


რუსეთის განცხადებით, ბირთვული განიარაღების შესახებ ახალი შეთანხმების ირგვლივ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება იანვარში განახლდება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რამდენიმე საკითხი კვლავ დაზუსტებას საჭიროებს - თუმცა ეს სავარაუდოდ ახლო მომავალში მოხდება. პარასკევს, რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და რუსეთი „ძალიან ახლოს“ არიან ბირთვული შეიარაღების შესახებ ვადაგასული ხელშეკრულების შემცვლელი დოკუმენტის გაფორმებასთან და იმედი გამოთქვა, რომ ეს დოკუმენტი „დროულად“ შემუშავდება.
XS
SM
MD
LG